მემ (ნათის)
მემ, ბათუმს ახლა ქარიშხალმა ძილი დაუფრთხო, სახურავები შიშვლდებიან ქუჩის წინაშე, შენ ალბათ ზიხარ, მოწყენილი, სახლში და უფრო, დროგამოშვებით თვალებიდან ტუჩებს იმლაშებ. დაგაქვს თითებით (აღარ მიკვირს) ორი ნიჟარა, დღეებს - სტაბილურს, ემატება თითქოს ხალისი, დგახარ სარკის წინ, საკუთარ თავს სულთან იჯამებ, რისთვის?! არასდროს იცოდი და ახლაც არ იცი. მემ, ღამეს უკვე აერია ათვლის წერტილი, ღამით წრიალებს, ვერ იძინებს, იცის, რომ დილით გარდაიცვლება და წაიყვანს ვიღაც მეტივე, ტივით, რომელშიც ბორიალი უწევს ლოთივით. მემ, ზიხარ ალბათ ფურცელთან და აზრებს აწვალებ, ითვლი საკუთარ გულისცემას თითზე და უფრო, ხარ დედამიწის უმნიშვნელო ცრემლი - მარცვალი და განსხვავებით ყველასაგან წერით საუბრობ.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი