დედა (კადრიდან ლოცვის)
დედა ლოცულობს, თუმცა ლოცვა არ იცის ვგონებ, ზეპირად, თორემ დედის ლოცვას რად უნდა ცოდნა, სანთლის მოტკბო და ოდნავ თბილი, ყვითელი ფონი, სახეს უნათებს... ყველა ტკივილს უქრობს და ოდაც ისე გათბა რომ... ზამთარია, სიცივის სწორი, საწოლს მიჯაჭვულ მამაჩემსაც გაეხსნა წარბი და წლებით კედლებს დამჩნევია ორიოდ ზოლი. დრო ნუთუ ისე წამიერად გარბის და გარბის, რომ ერთ წუთსაც ვერ დაიყოვნებ და ვითვლი ხაზებს კედელზე, სახლშიც სიჩუმეა ტაძარზე მეტად, რომ ახლა უფრო ხშირად მინდა დავწერო ძმაზე, ძმაზე რომელზეც ყოველ ღამით ლოცულობს დედა. . თუმცა სათქმელი, სათქმელს ისევ ვერევი თრომით, ხანაც დღითი დღე ბერდება და წარსულში მიდის და დედაჩემის ნაოჭებში იწყება ომი, მთავრდება ძმა და... კალენდარზე ნოემბრის შვიდი....
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი