ლოცვა-ვედრება "მზეო მარიამ”
ოთარს მარად ქალწულო, ღვთისმშობელო, მზევ სულთა ჩვენთა, როგორც წყურვილით გათანგული ყარიბი მგზავრი, მოვდექი თხოვნით, მოწყალების შენგან მსურველი, რათა ლოცვაში გაგიმხილო საქვეყნო ჯავრი: წრფელი ხარ შენ და უცილოა განზრახვა შენი. ერთხელ მოხედვაც სასოების საწინდარია! როდის იქნება მოიბრუნონ სული მაშვრალთა, მოიღე დედის მზრუნველობა, `მზეო მარიამ!~ მოიღე შვება, სამართალი მოიღე შენი. ეს უზნეობა მეტისმეტი და საკმარია! მოჰმადლე ნიჭი თანაეძმოს ქართველს ქართველი, მშობელი ქვეყნის სიყვარულში, `მზეო მარიამ!~ ამგვარ სიცოცხლეს სულის გვემა და ჯვარცმა ჰქვია, ჯვარცმულისათვის ხორცი რაღა მოსახმარია, ბრალია, დედავ, ესე სამწყსო, - წილხვედრი შენი, ღვთის მეოხებას ნუ მოაკლებ, `მზეო მარიამ!” დიდება შენდა სახიერო, რჩეულო ზეცით, ხატება შენი მშვიდია და ისევ წყნარია. რას იტყვის ნეტავ თვალთა შენთა დიდსულოვნება, ჩვენს მოთმინებას თუ არა Hჰგავს, `მზეო მარიამ!” მარად ქალწულო, მოწყალეო ბედით დევნილთა, ლოცვა – ვედრებით თავი ჩემი მომიგვარია, იქნებ ერთხელაც ვიზეიმოთ სულის მშვიდობა, ოდა გიმღეროთ, ამინ, ამინ, `მზეო მარიამ! ”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი