გიხაროდენ
"აჭარამ უნდა მოაქციოს
მთელი საქართველო"
ილია II
გამოგვაცალეს
ბუჯნი ქართველთა:
-გმირი სელიმი,
-ბრძენი ილია,
ბედის სასწორი
ჯვარის მტვირთველთა
ბოლომდე მაინც არ დაიძლია.
განვლიეთ დრონი
კენტი და ლუწი,
ქართლოსის ჯიში
ყოვლად ეწვალა,
აწ, გიხაროდენ! -
ცული და კუნძი
კვლავაც ემბაზმა რადგან შეცვალა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი