სავიზიტო ბარათი
როგორც სულის ყვავილი, მომიძღოდა მარადის, მადლი ხალხურ სიმღერის, _ სავიზიტო ბარათის. ნაბადივით მესხა და ყაბალახად მეხურა ჩემი `ოდოია” და ჩემი ~ხასანბეგურა.” სულ თილისმად ვატარე სტვირია თუ ფანდური. ხმალის ჟინი - `ჩაკრულო”, მკლავის ძალა - `ნადური”. რადგან ღმერთის მესმოდა, ჯვარზე ვიყავ გაკრული, ჯვარით გარდამოხსნაა `აჭარული მაყრული”. დღემდე ასე ვიარე უზნეობის მგმობელმა, მიხსნა ჩემმა სიმღერამ სულის სალაღობელმა. მიწით, ვიდრე ცათამდე, მაკავშირებს მარად ის. მაშ, დიდება სიმღერის, _ სავიზიტო ბარათის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი