უწყვეტი გამმა


აკვნის კამარა,
თმის კავი და
სანთლების სამა,
აი, დიადი სამი ძალის
უწყვეტი გამმა.

მომავლის მზერა,
თბილი სუნთქვა
და სავსე უბე -
ვით სიცოცხლის და
სიყვარულის
უშრეტი გუბე.

ჩვეული ჟინი,
არტახები
და აკვნის რწევა, -
თავისუფლების ძიებისთვის
სიყრმითგან ჩვევა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი