ჭიამაია
ანუკის მალე ბედი თავის სათქმელს იტყვის, ყოველი დღე შენს მომავალს სახავს, მოვა, ვინმე უეჭველად მოვა, როცა შენში გულის რჩეულს ნახავს! საქმეს მხოლოდ შენი ჭკუა არ სჭირს, ამ ცხოვრების გამოცანა დიდია, შენ, რძესავით ყურის თხოვა გჭირდება, შენი ხვედრი წუთი-წუთზე ჰკიდია. რომ გაფრინდა, ნეტავ საით გაფრინდა, სიყვარულის ელჩი ჭიამაია? გადი ისევ იმ ბავშვობის ჭალებში და გაიგებ საყვარელო დაია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი