ნეკროლოგები ..
ნეკროლოგები დავუგზავნე გაზეთებს. კინი მყოვარ ჟამს ალბათ სააქაოს მიღმა იქნება. დიახ, მე ვწუხვარ, ძველებურად მაწუხებს სპლინი, სახსრებისმტვრევით მთქნარება და ძილად მიგდება და (თითქოს ჭია დაყიალობს რწმენის ბორცვებზე) ოდეს მოდიან დღეები და ხდებიან ავად, ფერმკრთალდებიან ცათა შინა სხვათა ლოცვები, ხოლო სიცოცხლე ბორგნეულობს სხეულში ლავად და ვულკანივით დიადია სურნელი მიწის, რომელიც დგას და ერთგულივით მზრუნველობს ჩვენზე, მან ალბათ უფრო უკეთესად და ზუსტად იცის, რომ როგორც ქვაზე დაცემული მინა ან პენსნე, გადავიმსხვრევით ათასწილად, როს ჟამი მოვა და სასაცილო ახირებად გვექცევა გულზე სოკოებივით ამოსული დარდების გროვა... ხოლო ცხედარი სათამაშოდ დარჩებათ ბუზებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი