მზე ამოდის
სიომ სარკმელს შეჰსისინა: მზე ამოდის. გააცინა ფანჯრის მინა: მზე ამოდის! შემომძახა ცისკიდეზე ქორწილია, და შენ რაღამ დაგაძინა: მზე ამოდის! მიწამ ფრთები აიშალა ზურმუხტისა, ცამ ღრუბლები ააფრინა: მზე ამოდის! ცის ასული ისე მოჩანს ცეცხლის ნავში, ვით ქალწული პაწაწინა: მზე ამოდის! დღე ებრძოდა ღამის თავადს და ქალწული მან საცოლედ დაირჩინა: მზე ამოდის! აჰა, საქმრო მოახლოვდა ღრუბლის ჯარით და მონახა ქალის ბინა: მზე ამოდის! ცეცხლის ტუჩით ჰკოცნის ვაჟკაცს პატარძალი კოცნამ ცეცხლი გააჩინა: მზე ამოდის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი