მე შენ არ გეტყვი
მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან. ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს? ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს. ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს; სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს. ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად, მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი