ოჰ, ვით გვემტყუნვა
ოჰ, ვით გვემტყუნვა სოფლისა ბრუნვა!.. წაგვიხდა ზრუნვა მბუდარე გულსა! ამად ვჰსტირთ წყლულსა არ დაფარულსა... ვჭმუნავთ ბედ-მწირნი. გვხვევიან ჭირნი ფოთოლთ უხშირნი! დავიდნენ მთენნი შარავანდთ მფენნი აწ იგი მზენი. ჰფარვიან ღრუბელს, ავდრის საგუბელს, წყვდიადსა და ბნელს. ვსჭმუნავთ ბედ-მწირნი, გვხვევიან ჭირნი ფოთოლთ უხშირნი! შებრყვილულს გულსა ცრემლით ვბანთ წყლულსა. ესრეთ მორწყულსა მოჰსდის სამყოფი სევდის ნაყოფი, გონების მყოფი. ვჭმუნავთ ბედ-მწირნი, გვხვევიან ჭირნი ფოთოლთ უხშირნი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი