ცისარტყელა
განა ამისთვის ვეწამე ამდენს, რომ განშორება მეგლოვა ბოლოს. შენი ბაგენი ალუბლებს ჰგავდნენ, მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ. მჯერა: ნიავიც ამაოდ ქროდა, არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო... შენ ღვინისფერი თვალები გქონდა, მეც შავი ღვინო მიყვარდა, ქალო. ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი, ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში, იღიმებოდი და საოცარი მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ. ვინ იცის, მოვა კიდევ შხაპუნა? ვიცი, ერთხელაც იქნება გვიან... მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა, მე უშენოდაც მიჯნური მქვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
რა საოცარი ლექსია (