ეხლა დავსხედით საწერლად ..
ეხლა დავსხედით საწერლად, ხევსური, იმერელია, სიტყვებს ვწონით და ვათანხმეთ ამბავი ცოტა გრძელია. ეს ჩვენი ძმობა მსმენელო ასახსნელადაც ძნელია, სიტყვები მომდის ღვარცოფით აზრები მახრჩობს მწველია. არ ვიცი კიდევ რამდენი გზები გვაქვს გასავლელია, ვინ იცის, კიდევ რამდენგან ვინ იცის, როგორ გველიან. იცოდე ჩემო ძმობილო და სადაც უნდა მიცდიდე შენს და ჩემს საკეთებელსაც სჯობია ძმობის სიწმინდე. მერე იტყვიან ამბადა და გავრცელდება ხალხშია – ჩვენი კაცობის გვირგვინი იქ ზევით მაღლა მთაშია. იქ ზევით, სადღაც მთის იქით, თუ გინდაც ზემოთ ღრუბლები. ჩვენ გვიყვარს სივრცის გახსნა და გადაბიჯება ზღურბლების. ვამთავრებ წერას ძმობილო სულ დამეფანტა გონება, ძმობა და ძმობის სიწმინდე ეს არის ჩვენი ქონება!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი