ახლა გიამბობთ ამბავსა ..
მასწავლებლები: ერთხელ, ალუდამ ღამე გაგვათენებინა, გული გადაგვიშალა და მეორე დღეს ღამენათევებს მოგვიწია გაკვეთილების ჩატარება, მან კი ლექსით მოგვიბოდიშა. ახლა გიამბობთ ამბავსა ერთი ხევსური ბიჭის, გამოყენება არ იცის, ღვთისგან ბოძებულ ნიჭის! . . ამბობენ სასმელს ხშირად სომს, არ აკონტროლებს ენასა, ცუდ ახალგაზრდას ყველა გმობს და იმახსოვრებს წყენასა. ეს მე ვარ ხევსური ბიჭი, მთვრალმა დავკარგე გონია, საწყენად არას ვიძახდი, სათქმელ არ მომიგონია. ყველაფერს გარჩევა უნდა: შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა, სიტყვებსაც აწონვა უნდა, რომ სხვამ არ მაიწყინოსა.. . დავღონდი, გულმა იტირა, ცრემლებ თავისით დიოდა, ვხვდებოდი, რასაც ვამბობდი, კარგად არ გამომდიოდა. . . ვხვდებოდი, ძალიან ვწუხდი, ჩემს თავზე ვიბოღმებოდი, ტუჩზე ღიმილი მეკერა, მაგრამ დარდისგან ვკვდებოდი. არ ვიცი, მე თქვენს წინაშე, როგორ ვიხადო ბრალია, გინდა კიდევაც დამადეთ, ვერმოუხდელი ვალია. სასმელმა გამათამამა და ამირივა ტვინია ალბათ ფიქრობდით ჩემზედა ალუდაა თუ ნინია.. . არ მინდა ცუდის კეთება გული არა მაქ ცუდია, თქვენც მომიტევეთ, სასმელში სიტყვებ გამამდის მრუდია. არც არვის თავს არ ვაცოდებ, მაგრამ მაქვს სინანულია, წყენით გავსებულ გულისა დაცლა ცოტათი რთულია.. . ეს წყენა განა თქვენზეა, ჩემზე მეშლება ნერვები, ხანდახან ალბათ ცუდიც ვარ დამეთანხმებით ბევრები. შენდობას ვითხოვ ყველასგან, გულში მაქვს ბევრი ნაღველი, მინდა დავწერო ბოლომდე, რომ აღარ დამრჩეს სათქმელი. მე თქვენ გულწრფელად მიყვარხართ, გული სავსე მაქვს თქვენითა, სიყვარულს ნუ ჩამიკეტავთ, ერთი უბრალო წყენითა. მე ერთი ვიცი, ბოლომდე მექნება თქვენი იმედი!. . ჩემთვის პატარაც ბევრია თქვენ არ გეგონოთ მცირედი. გამოღმა გამომიყვანეთ, მატარებთ თქვენი მხრებითა, სიკვდილთან როცა ვომობდი, და ვაბიჯებდი ფეხითა. ყველაფერს სწავლა სჭირდება, მოქცევას, დაფასებასა, ღმერთმა ეს მადლი გაჩუქათ მე არ დაგიწყებთ ქებასა. უბრალოდ მადლი მინდა ვთქვა, დიდება მაღალ ღმერთისა, მართლა ჩვენა ვართ შემქმნელი ჩვენივ საკუთარ ბედისა. სიტყვები არ მითავდება, ფურცელიმც გათავდებისა, თქვენ მოფერებით აღვსილი გულიც ნუ მამიკვდებისა! კიდევ მოგიხდით ბოდიშსა, სატირლად გული მერევა, სიყვარულია ამ ლექსში, სევდა არ გამოერევა. არ ვიცი, კიდევ დავწერო? ალბათ მომივა ბევრია, ღმერთის მეგობარს, ვიცი, რომ ვერ მოერევა მტერია. თქვენი თვალების სიწმინდე, უმანკოება გრძნობაში, ბევრჯერ მინახავ ჩუმ ცრემლი ამ ლამაზ მეგობრობაში. ახლა კი, მგონი ვამთავრებ, თქვენ იყვას მწყალობელია, ეგეთები ხართ, გენაცვლეთ, როგორც ვაჟაის შველია! ერთობა ყველას ჯობია, თანამოაზრეც კარგია, ცხოვრებას ისე მიჰყვებით, არ არის დასაკარგია. იქნებ ეს ლექსიც არ ლექსობს, არაფრად არა ვარგია, მე ჩემ სათქმელი გითხარით, და მოვიშორე ბარგია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი