რომ ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!
ახლოა ჟამი შუაღამისა, ცაზე ვარსკვლავი უფლისა კრთება... კვდება სრულიად საქართველოსთვის, ლოცვით, გალობით, ახლა ვინც კვდება! ახლოა ჟამი, ჟამი ცისკრისა, იწვიმებს სისხლი, დადგება ტბებად... კვდება სრულიად საქართველოსთვის, მამულზე ფიქრით ვინც ახლა კვდება! არა გაქრობა, - აღდგომა მკვდრეთით! არა დალევა, - მრავლობა შვილთა, რომ... გამოვუსხლტეთ ისევ ყორანთა და ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი