წყლის ზამბახი


ნუ შეგაშინებს სიჩუმე ღამის,

ახლა მე გავშლი ჩემს ლამაზ ყვავილს,

და შევუერთებ წყლის უხმო ლივლივს.

გადაფრინდება წყალზე ღამურა...

ო, ეს ლერწამიც როგორ ხმაურობს,

როგორ ირხევა ბანანის ჩრდილი...

ყოველი ფიქრებს მოუცავს თავისს...

როცა აანთებს ტალღებს ავრორა,

ზღვის წიაღიდან მზე რომ ამოვა,

მიესალმება ჩემს ლამაზ ყვავილს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი