თავგამოდებით გალობდა შაშვი
თავგამოდებით გალობდა შაშვი და სხივთამთოვარს ეთხოვებოდა მზეს ნაძვის წვერი... წითელი იყო ცა, ეზო, ოდა, წისქვილი, შქერი... იყო რაღაცა, იმქვეყნიური, მზის გრძნეულ რკალში და ძველისძველი... თავგამოდებით გალობდა შაშვი და სხივთამთოვარს ეთხოვებოდა მზეს ნაძვის წვერი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი