ფშაველო ქალავ...
ფშაველო ქალავ, თულუხი ზურგზე მოიგდე თოკითა... გამოგედევნა არაგვი მთიდან მოსული როკვითა... რო შემოგძახის მუდარით, ეს მისი ლურჯი ზვირთია: - დედუკავ, ჩემო დედუკავ, ბატარას დაიცდიდია, ჩემ ნაპირს ჩამოჯდებოდე, დამამშვიდებდე მითია... ნუ დააგზნებდე უფრორე, გულში რომ ცეცხლი მინთია... რისთვის წაიღებ წყაროს წყალს, ჩემზე ლამაზი რითია?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი