Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_6o17g778geank8s3hdg0n45e4g, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ასეთი დარი თუ იყო მაშინ ? - ანა კალანდაძე | პოეზია

ასეთი დარი თუ იყო მაშინ ?


მზემ აიწია ფეხის წვერებზე
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან...

ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა...
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Gabriel glurjidzeMaliari3 წლის წინ

Карги лексиа

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი