აჰა, მაცდური აქაც შემომყვა..
აჰა, მაცდური აქაც შემომყვა, დამიხვდა აქაც: და მოზეიმე ჩამიქრა სული, ყოველი გაქრა - მზის ბრწყინვალებაც, ლაჟვარდებისკენ ქერუბიმთ სწრაფვაც! ყურში ჩამძახის საუფლო სიტყვებს და... ელის პასუხს! უფალო ჩემო, ო, მეუფეო, მოველ შენს სახლსა... ამა ვნებისთვის? გულამღვრეული აქ შემოვსულვარ - სასოებისთვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი