გადმომზირალნი კლდიდან ქვაბები..
გადმომზირალნი კლდიდან ქვაბები თითქოს დაღლილან ხმალთა ტევებით... აღინუსხება ჭრაქის ნათელზე - „სპარსნი ვაოტეთ, თურქებს შევებით“... არც ხმალს ეძინა, არც გულ-გონებას, სამარადისო ნათელს ანთებდნენ... მამულისათვის იღებებოდა ბერ-მონაზონთა კაბის კალთები. შენ, მომავალო, დღეო ხვალისა, უკეთესისთვის, ალბათ, ილაშქრებ: ვალმოხდილია დიდი წარსული მამულისა და კაცთა წინაშე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი