გულო, გულსა შინა..
რისად არ მომხედავ? თვალგანაწამები მინდვრად გელოდება ლელი მკრთომარეო, გულო, გულსა შინა ცრემლთა მაწვიმებო, სულო, სულსა შინა სევდის მთოვარეო... არწივნი ყივიან, ხმობენ არწივებსა და ჩურჩულებს ნამი ლელზე ანანთები... ირგვლივ მზის ნათელი დასდგომია მთებსა, ცაში გაფრენილან ნისლიანი მთები... მზეი შენით მზეობს, მზედ ენთები, ზეობ, გვირგვინს ირქმევ მზისებრ... ჩემი გულის ძახილს, ო,ღაღადისს ჩემსას, შენ... არსაით ისმენ? მოეახლოს ლელსა გვირგვინდიდებული, სხივთა მთოვარეო... არ შეკრთება მაშინ, არ დაჭკნება იგი, მიუწვდომარეო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი