ესმოდათ აღსავლის კართაგან..
ესმოდათ აღსავლის კართაგან ქვეყანად სიკეთის მთოველთა, მათ გულს და მათ მაღალ გონებას: „მშვიდობა, მშვიდობა ყოველთა!“ და ედგათ მარადი ნათელი დაუღლელთ და დაუცხრომელთა... ამბობდნენ მრავალგზის რებულნი: „მშვიდობა, მშვიდობა ყოველთა!“ გვერდთ ახლდათ ლომი და არწივი იმათაც - დათრგუნვად „ეჭუთა...“ მიხედეთ მათ მაღალ შარავანდს - მთაწმინდელთ, მოდრეკილთ, მერჩულთა... დაფარეს მტერთაგან, გადმოგვცეს გადეგილთ და უდაბნოელთა... და კვლავ ღაღადებენ სულგრძელნი: „მშვიდობა, მშვიდობა ყოველთა!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი