ვაი, სიწმინდეს..
ვაი, სიწმინდეს შელახულს დიდად, ვაი, ქებათა, რასაც თქვენ სცრიდით, ხატთა მათ, რომელთ ჩვეული რიდით და სასოებით უყრიდით მუხლსა! თურმე... ღალატის ყვავილებს შლიდით, „რაინდნო“, - წმიდათწმიდასა ყიდდით, გულსავსეობდით ცარიელ გულსა! სატანის ხატად სახეს იცვლიდით! თქვენგან დასაცველს... ვაი, სიწმინდეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი