თითქოს კუნძული სადმე..
თითქოს კუნძული სადმე, - ქართა სტვენას და ძახილს ეხმაურება ცის ქვეშ ეს... ერთადერთი სახლი. სოფელი რიგით ყოვლით: კაკლის ხეების კარვით... უვით ცხვარი და ძროხა, ძაღლი ყეფს, ადის კვამლი... იქვე ძველისძველ ციხეს სული წინაპრის ზვაობს, - მტერს ჩაუკეტოს ქართლი... რაზე ირჯები, ძმაო? შენც გაიგონე, ბიჭო, ჩასანგრებულო სანგრებს: რასაც შესწირე თავი, ჩვენვე ვნაცრავთ და ვანგრევთ! თითქოს კუნძული სადმე, ქართა სტვენას და ძახილს ეხმაურება ცის ქვეშ ეს პაწაწინა სახლი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი