იის სურნელი საით მოგყვა?
თინა ჯიბლაძის ხსოვნას დღეს მარტოდმარტომ მოვიხილე თეთრი ქაშვეთი... შენ შორეული, შორეული ჩემს წინ გაჩერდი და გამიღიმე: სიხარული ისევ გფენია... იის სურნელი საით მოგყვა, თეთრო ფერიავ, ო,თმებიც შენი ოქროსფერი - იით ავსილა... წამოდი, დავსხდეთ, - თბილი სიტყვა ისევ მასმინე... ვიწრო სარკმელში, სით იღვრება ლურჯი სინათლე, ისევ ღიმილით დამტოვე და გაუჩინარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი