შემოვლენ როკვით


შემოვლენ როკვით,

კვალადცა ვარდნი, სურნელთ

ფრქვევითა...

მოვა პეპელა,

ლურჯი ბალახი აღსდგება მკვდრეთითა...

დაინამება მინდვრად შროშანი ციურ ცრემლითა,

თოვლივით თეთრი...

და შეძრავს მიწას, პატარა ჩიტი,

ფრინველთ ქებითა,

შემოვლენ როკვით კვალადცა ვარდნი,

სურნელთ ფრქვევითა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი