სვით სიხარული ამ თასებიდან
სად მიდის ეს გზა კრწანისის შემდეგ, სად მიდის მტკვარი? სად მიდის მთვარე მხარსისხლიანი სამასი ფარით? სამასი თასით რა მოაქვთ ჩვენთან კრწანისის მხედრებს? სიცოცხლე მოაქვთ: უკვდავებაა იმათი ხვედრი! იმათ თვალებში, დახეთ, ინთება ცეცხლი ფარული: - სვით სიხარული ამ თასებიდან, სვით სიხარული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი