ციხეგორს გალობს ბულბული..
ციხეგორს გალობს ბულბული, ციხეგორს მოულხენია...ქვემოთ არაგვი გუგუნებს და ნაროულს ხევია... ნაროულზე-წისქვილი, ღამე რო გაუთევია... კლდეები სიგრძივ დამსკდარან, გული ვერ დაუტევიათ: გულსაც წყურია სიმღერა, კლდით მოგუგუნეს სალითა... გუშლაგას ფერდი შრიალებს, მზირალი ზარის ჭალითა... ნაბად მოუსხამ ბორბალოს, ასხმული ნისლით ჭავლითა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი