წელთგზაზე..
წელთგზაზე ფრთხილად აბიჯებს ცხენი, აღარ მიიწევს ჯიუტად თავქვე... ულამაზესნი ჰგიან ყვავილნი – სამოთხეა და... სიკვდილიც აქვე! ნისლმოხვეული არხოტის ყელი შორს, სადღაც, ღრუბელთ გადაღმა დარჩა. ვიღაც გეწევა უფრსკულებისკენ- თითქოს ეშმაკი და თითქოს ქაჯი... ქარი მოსკდება მწვერვალებიდან- იწყება ღორღთა და ლოდთა ცვენა... წელთგზა –ეშმაკის სავალი გზაა, ჭკვიანად, ფრთხილად აბიჯებს ცხენი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი