მკვდართა მზე ვარ. . .
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ, გულო, რისად მეხურები? სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ, ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები. . . კორჩიოტას, კორჩიოტას თესლი გალხვა, ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის; ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას. . . ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს. . . ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის, მაგრამ. . . მაინც გული რისად მეხურება? ვარდის ტოტზე შერჩენილი ხმელი თესლი აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა. . . ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ, გულო, რისად მეხურები? სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ, ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები. . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი