მე მივაშურებ ურარტუს ქვაბებს
ფეხზე მაცვია ირმის ტყავით შეკრული ხამლი, ვაღმერთებ მზესა, ვანთებ ცეცხლსა და მზისკენ მიდის რძისფერი კვამლი. . . დღისით ვნადირობ, წვრილ ნადირთა ბუნაგებს ვარბევ კეტით და მშვილდით. და თუ გამოჩნდა ნადირი დიდი, მყის მივაშურებ ურარტუს ქვაბებს. ჩამეძინება ათასნაირ მხეცთან ნატოქარს, მე არ მაწუხებს ხვალისათვის ფიქრი და ჯავრი. . . ვარსკვლავთა ვუჭვრეტ შიშით და მალვით, უდაბურს ტყეში დაძრწის მარტორქა. . . ქარუ გუგუნებს ქვაბის კართან თავგანწირული, ხმა აქვს საზარი. . . რათა უმწეოს დამცეს თავზარი, ქვაბის სიღრმეში წვეთავს ყინული. . . ფეხზე მაცვია ირმის ტყავით შეკრული ხამლი, ვაღმერთებ მზესა, ვანთებ ცეცხლსა და ვწირავ მსხვერპლსა. . . გრძნეულ ურარტუს ეფინება რძისფერი კვამლი. . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი