ხმანი ვერ სცანით!
(დავითის ისტორიკოსის მიხედვით) წაღმა-უკუღმა ფრენენ ისარნი, შეაზანზარეს ბურჯნი ცისანი... მაბრალობლებო დავითისანო, ხმანი ვერ სცანით განგებისანი! *** დასაბამიდან მოდიხართ, ოდით, - თქვენ იმთავითვე სინათლეს მოსდევთ... იყავით, ხართ და იქნებით მერეც, როგორც სიკვდილი და ბედისწერა! ჰე, ლეგეონთა ვაუწყებ თქვენთა, ვერ განმიწონონ გულში ლახვარი, ვერა, ვერ შეძლოთ დაცხრობა მზეთა, გადააფაროთ ბნელი სამყაროს! *** ცილისწამების შხამით ამვსები შენს წმინდა სახელს რად ეტმასნება, რომ... ხეს კეთილსა ძირი უთხაროს, კაცთ მოუშალოს ნავსაყუდარი? რომ... მიმქროლავნი სპეტაკ ღრუბლებად შეგრყვნან, შეგბილწონ, თავისუფლებავ, რომ ანგელოსის ხატი გვავიწყონ და კვლავ სატანა გამოაღვიძონ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი