წუთიც კი!...
აღმოხდომია დიდ წინაპარს (ჯერ კიდევ როდის!): უნასი სჯობსო, ნუ შემამთხვევ ავყიად შობილს, - მასთან... წუთიც ხომ... ჩვენ სიცოცხლის მოწამვლად გვყოფნის?! *** აჰა, ისევე ჩაუხერგავთ ბაღის კარები, ტურფად უშლიათ სად ზეფირთა ყვავილნარები... მაგრამ, რადგანაც ჩაინავლა შენგანვე ღველფი, გული არ მიწევს კვლავ ზეციურ ყვავილთა კრეფად! *** შენ აღზევდები, ჭეშმარიტებავ, და კვლავ ააცდენ ქვეყანას მეხთა, თუ... მავანი კვლავ გაიყიდება და დაემხობა მამონას ფეხთან! *** დამამხობელი ყოველთა ბნელთა, აჰა, დგას ჩემს წინ ნათელმოსილი, ვისაც მარადის მივყავართ მზესთან, ეს სულის ჩვენის ანგელოსია! *** ჩინებულ, დიდებულ მეოცეს ვამთავრებთ, - მტერი - კვლავ ფხიზელი, ჩვენ ისევ... მძინარი! სატანამ მიწები კვლავ ჩამოგვათალა, ჩხრიალებს, ჩხრიალებს, ჩხრიალებს დინარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი