მთები ერთმანეთს ეჯახებიან ..
მთები ერთმანეთს ეჯახებიან რქების ჯახანით, როგორც ჯიხვები; მზეს სიხარულის ოხვრით ხვდებიან და ცის სიყვარულს გულში იხვევენ. ბრაზით უნგრევენ ერთმანეთს ზღუდეს და როცა ბრძოლა დევებს ამკაცრებს, ზეცა შუაში ჩაუგდებთ ღრუბელს, ვით ქალი მანდილს ქართველ ვაჟკაცებს; და სცილდებიან ერთმანეთს ისე, როგორც ქარაფზე მდგარი ჯიხვები, თვალს მოკრძალებით აპყრობენ მზისკენ და ცის სიყვარულს გულში იხვევენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი