იმერეთი
თეთრი ნისლივით ოცნება ბოლავს, მდინარეები ისევ გიჟობენ; შემოვლებია ზურმუხტის ზოლად მწვანე ეზოებს ტირიფის ღობე. ცის ლაჟვარდიდან მზე იხედება, მზე იხედება კაცის გულიდან; ფრთას ისწორებენ თეთრი გედები და ოხშივარი ასდის ხნულიდან. აქ ყველაფერში მზეა უთვლელი, აქ ყველა გული მეოცნებეა... და არსებობის მოკლე წუთები მარადისობას ეფიცხებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი