მთვარე ღრუბლებში
ღრუბლებს აბოლებს რუხი მთის ერდო, მიაქანავებს ცაზე ირიბად და მოჩანს მთვარე, ვით ქალის მკერდი ჩამოხეული გულისპირიდან. ამაღამ ფიქრი არ დამეხსნება, ვიბორგებ, როგორც ბორგავს ყვირილა; ნაკადულივით ვიდენ ლექსებად, გულში ჩამრჩება ირმის ყვირილი. ამაღამ მინდა ზღაპრული ბედი და... ღრუბლიანი ციდან ირიბად ანათებს მთვარე, ვით ქალის მკერდი ჩამოხეული გულისპირიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი