შემოდგომის მოტივი
ხმელი ფოთლები უცებ დამფრთხალი წიწილებივით ქარში გარბიან, შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი, მეც შემარყია და დამარბია. შენი ქვეყნიდან მესმოდა მუდამ სხვა ფერთა თრთოლვა და სხვა ვედრება. და ახლა სული ჩემსავე სხეულს შეელეწება და შეემტვრევა. შენი ზეციდან მესმოდა მუდამ სხვა ფრთების რხევა და სხვა დუმილი და მეც შენდობას ვითხოვდი, როგორც ცოდვილი, ანდა ძე შეცთომილი. შენი მთვარე ვარ და შენი სიზმრები ქარში აღმართულ კედლებს მახლიან, შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი, მეც დამარბია და დამანგრია.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი