უძილობა
მთელი ღამე ხმაურობდა ზღვა, ზღვის ხმაური სასთუმალთან მედო. უძილობით ახლა უნდა ვზღა, ბნელ სიზმრებში რაც ჩავკარგე ერთ დროს, რაც ჩავლეწე, ჩავაფშვენი ღამით ნასიზმრალი, ბორგნეული ხმები. რასაც მკაცრად ითხოვს უკან ჟამი და რის გამოც უძილობით ვკვდები. ზღვის ტალღებზე მიმსხვრეული ხმა ჩემ ძველ სიზმრებს ეშხეფება თითქმის... ვიცი, ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა, სხვა ვერავინ, ვერასოდეს იტყვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი