დავდე ნაჯახი ამღერდა ცეცხლი ..
დავდე ნაჯახი, ამღერდა ცეცხლი _ ჩამოვუჯექი ბუხართან ზამთარს... ვეღარაფერი მე ვეღარ შემცვლის, აი, დავბრუნდი საკუთარ თავთან... საიდან მოველ, რა გზით ვიარე, საით დავდევდი ბრმა ქართა ქროლვებს? ვისი ღიმილის ვარ მოზიარე ან ვისი ცრემლი გამომიგლოვებს?.. ისმის დეკემბრის ცივი ზუზუნი, ქარი უმატებს კვნესას და ვიშვიშს, ჩამოძენძილი და მობუზული ზვინები თვლემენ ნაცრისფერ ნისლში.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი