მიდიხარ ..
მიდიხარ... მზე ჩავა სადაც არი, მე ისევ ძველ მოტივს ვმღერი _ რამ გამახსენა ფერი სატაცურის, ასე ნაღვლიანი ფერი... მოწყენილია ყოვლიარი – ეს თოვლიც, ღუღუნიც ბუხრის, სარკმელთან – ბალბა მგლოვიარე, სარკმელში – მგლოვიარე მწუხრი. მიაჭრიალებენ სადღაც ურემს... მე ისევ ძველ მოტივს ვმღერი – რამ გამახსენა ფერი სატაცურის, ასე ნაღვლიანი ფერი?!.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი