ზამთრის ლექსი


სად არის ახლა გაზაფხული?
ვინ ზრუნავს მასზე ამ სიცივეში?
დღისით სად თბება?
ღამით სად სძინავს?
მე მგონია, რომ მისი უმშვენიერესობა,
როგორც კი მაისის უკანასკნელი დღე ჩათავდება,
პატარა ბავშვების საფლავებს უვლის
შემოდგომის მიწურულამდე,
ზამთრის დღეებში კი
ახალგაზრდობაში გარდაცვლილ
ცოლების მაგივრობას ცდილობს...
ამიტომ ის შეიძლება
ზოგჯერ იწვეს შენს საწოლზეც,
რომელიც ჯერ კიდევ
ჩემი საწოლის გვერდით დგას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი