მთაწმინდის წერილი მეტეხს
როდესაც გადათოვს მადათოვს, თბილისმა სხვა საქმე გადადოს, შეეშვას სათითე-სათათეს _ როგორც კი მადათოვს გადათოვს. მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს, უთხარი, ფიქრები გადადოს... ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს და გულში დაგროვილ წვათათვის დაზოგოს გაძლება ცხრა დათვის... არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, _ უთხარი, დარდები გადადოს, როდესაც გადათოვს მადათოვს! როდესაც მადათოვს გადათოვს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი