რაველი


როგორმე უთხარით ტორეროს _
გასვლამდე უსმინოს «ბოლეროს».
მინდორმაც, ამოდის მოლი როს,
ბოლომდე უსმინოს «ბოლეროს».
უთხარით მოლას და მოლარეს _
ხანდახან უსმინონ «ბოლეროს».
ყოველგვარ ჭირსა და ქოლერას
მოირჩენთ, თუ უსმენთ «ბოლეროს».
და კარგად მოირგებთ ბოლო როლს _
სიკვდილს, თუ უსმენდით «ბოლეროს».
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი