ქალაქური წვიმა
წვიმს ქალაქში, ქალაქურად წვიმს,.. სკვერს კითხულობს წვიმა, როგორც გაზეთს... ჩვენ გვერდიგვერდ მივაბიჯებთ გზაზე, მე მას ვუსმენ, როგორც ღმერთის ჰიმნს; ის კი – წვიმს! წვიმს – ცა წურავს ღრუბლებისგან წვენს, მე ვჩერდები ერთ მოწყენილ სახლთან... საფიქრალი არასოდეს მაკლდა, ეს წვიმა კი, როგორც ძვირფას ძღვენს, საფიქრალსაც მძენს. წვიმს ქალაქში, ისევ ისე წვიმს, რაც კი იცის, აღარაფერს მალავს: დარდით დაღლილ და ფიქრიან ქალაქს ყელზე ჰკიდებს თავის ურიცხვ მძივს... წვიმს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი