სიყვარულის ბიოგრაფია
ისევე თუ ხარ იმ სილამაზის, მე რომ დაგდევდი წითელკაბიანს! შენი ტუჩები როგორ არ მახსოვს, სადაც ბადაგი ამიხაპია, ან, შენთან შერწყმის მხურვალ პარმაღზე მე რომ მიჭერდა თმენის მაფია – ესეც ხომ არის ბიოგრაფია! შენთვის რომ მეძღვნა რამე ძვირფასი – მითამაშია კარტიც, ყომარიც... შენი გულისთვის, ოინბაზივით, ბევრჯერ ყირაზეც ვიყავ მდგომარი... სანაცვლოდ, შენი ალერსის გზაზე, ვზიდე სიამის ოქრო ტომარით... – ბიოგრაფია ესეც ხომ არი! შენს თეთრ მინდორში შესულს, უეცრივ ვნების ცხენები გამიქაფია და გავხლართულვარ შენს ძუძუებში, როგორც ბადეში ქარიყლაპია... დავუწურივარ შეშლილ უძლევ ჟინს, სად შენი შავი ცხვარი აბია... _ ესეც ხომ არი ბიოგრაფია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი