წვიმა რუსთაველის პროსპექტზე
წზვიმასთან გავლა მე ხშირად მიწევს – კარგა ხანია, მეგობრად ვთვლი მას... როგორც რუსთველის პროსპექტზე, ისე ცისქვვეშ აღარსად სეირნობს წვიმა. აღარ იბრალებს ღრუბლების ბოლქვებს და აქვითინებს ყველას დროებით... იგუმბათებენ ქალები ქოლგებს, მე კი მომწონან უქოლგოები... და როგორც ბორცვზე ბავშვები, ციგით, ურიცხვი წვეთი ქოლგებზე გორავს – ეს მინდა ვნახო ამ ქვეყნის იქით, ვარსკვლავებს იქით და უფრო შორად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი