ფუგების მოყვარულ ქალს


ბახი, ოღონდაც უცნობ ფუგებით
(რომლებიც შექმნა სიკვდილის მერე),
ჩემ გულს იმნაირ ამბავს უყვება,
რომ დარაბებიც გულივით ძგერენ.

თქვენ თუ გსმენიათ ასეთი ბახი,
ასე მცხუნვარე და ასე უცხო?!
მე ხმაურს ვკეტავ, სიჩუმეს ვაღებ
და სმენას ფრთებზე ყვავილებს ვუწყობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი