სიყვარულის კბილი
მეზობლის გოგოს სიყვარულის კბილი ასტკივდა და ტირის. მშობლები იმაზე სწუხან, ამოუღონ თუ არა. სიბრძნის კბილი რომ ასტკიებოდა, არ იტირებდა მეზობლის გოგო და არც მშობლები იფიქრებდნენ მის ამოღება-არამოღებაზე, არადა, სიბრძნის კბილი კია ამოსაღები... სიყვარულის კბილი კი – სიყვარულის კბილია, მაგრამ რომელია ეს – სიყვარულის კბილი?! როდის და რა ადგილას ამოდის – წინ თუ უკან, მარცხნივ თუ მარჯვნივ, ზემოთ თუ ქვემოთ?! – არავინ იცის – ამაზე ხელი სტომატოლოგებს არ მიუწვდებათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი