ფიქრი
კარგია ფიქრი – დრო ჩქარა გადის: ახლა თუ ხუთი წუთია ათის, ფიქრში ხუთ წუთში ათი გახდება... ამიტომ ხშირად იფიქრე მათთვის, ვინც გაყვარებდა ლუკას და მათეს, სიტყვებიც ფიქრში დადგი ტახტებად, ფიქრში გაავსე გოდორიც, ბადეც... ფიქრში გაუხდი მეგობრად ზიფრიდს... ფიქრში შეიძელ გაცურვაც ტიბრის, ფიქრში ებრძოლე ავს და მაზალოს, ფიქრში დღე-ღამე წუთივით მიჰქრის, ფიქრში ჯობია დავაც და ჯიბრიც... და ამ ცხოვრებამ რომ არ გაწვალოს, გაცხოვროს ფიქრმა! იცხოვრე ფიქრით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი